← ციალი

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 17 ნოემბერი, 2026

რა არის ეს საიტი

ციალი ასტროლოგიური და ნუმეროლოგიური გამოთვლების საიტია. შედეგები ასტროლოგიურ ტრადიციას ეყრდნობა და გასართობი მიზნით იქმნება. ისინი არ არის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, იურიდიული ან ფინანსური რჩევა, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ მათზე დაყრდნობით არ მიიღო.

ანგარიში

ანგარიშით სარგებლობა უფასოა. სხვა ადამიანის მონაცემები მხოლოდ მისი თანხმობით შეინახე. ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია გვერდზე „ჩემი ანგარიში“.

გამოყენების წესები

პასუხისმგებლობა

ვცდილობთ, გამოთვლები ზუსტი იყოს და საიტი შეუფერხებლად მუშაობდეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერ ვიძლევით.

ასაკი

ანგარიშის შექმნა შეუძლია 16 წელს მიღწეულ პირს. თუ 16 წლის არ ხარ, საიტით ანგარიშის გარეშე ისარგებლე.

ფასიანი სერვისები

ზოგიერთი ანალიზი ფასიანია. ფასი ჩანს ფასების გვერდზე და ყიდვის ფანჯარაში. გადახდა ერთჯერადია, ბარათით, ბანკის დაცულ გვერდზე. შენაძენი გადახდისთანავე იხსნება და სამუდამოდ რჩება შენს ანგარიშზე. გადახდისა და თანხის დაბრუნების წესები აღწერილია თანხის დაბრუნების პოლიტიკაში.

საავტორო უფლებები

საიტის ტექსტები, დიზაინი და გამოთვლის მეთოდი ციალს ეკუთვნის. მათი კოპირება და კომერციული გამოყენება ნებართვის გარეშე არ შეიძლება. შენი პირადი შედეგების გაზიარება თავისუფლად შეგიძლია.

მოქმედი კანონმდებლობა

ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

ცვლილებები

პირობები შეიძლება განახლდეს. განახლებული ვერსია ამ გვერდზე გამოქვეყნდება.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა · თანხის დაბრუნების პოლიტიკა